საზოგადოება
30.05.2025 11:47
ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად გზის 412 მეტრიან მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ასფალტის ახალი საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის, მიერთებების და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტი, რომლის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები