კულტურა
29.05.2025 15:38
„ახლიდან წასაკითხი ლიტერატურა“ - გორელი მწერლის გიორგი ხორბალაძის წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ხვალ, 30 მაისს, გორელი პოეტის, პროფესორის, მწერლის და პუბლიცისტის გიორგი ხორბალაძის წიგნის - „ახლიდან წასაკითხი ლიტერატურა“ გაიმართება.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ უმასპინძლებს.

„ახლიდან წასაკითხი ლიტერატურა“ ნოდარ დუმბაძის შემოქმედების კომპლექსური კვლევაა, სადაც მწერლის ძირითადი ნაწარმოებები რამდენიმე რაკურსით არის განხილული.

„აღნიშნული წიგნის დაბადება უმნიშვნელოვანესი ამბავია ჩემთვის. მოხარული ვიქნები თუ ბევრი ადამიანი დაინტერესდება ჩემი შემოქმედებით და დაესწრება პრეზენტაციას.

გამომცემლობასთან ერთად ჩამოყალიბდა გადასარევი ინიციატივა და ჩემი წიგნების რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება გარდაცვლილი გორელი პოეტის გიორგი მახარობლიძის რჩეული ლექსების კრებულის გამოცემას, რომლის შემდგენელი და რედაქტორიც ვიქნები“, - აღნიშნა გიორგი ხორბალაძემ.

რაც შეეხება წიგნის შეძენას, მსურველები პრეზენტაციაზე შეძლებენ, მოგვიანებით კი მაღაზიათა ქსელშიც იქნება ხელმისაწვდომი.

კვირის ამბები