Guns N' Roses კონცერტთან დაკავშირებით, Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები ხვალ, 30 მაისს, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება მოძრაობის განრიგს, თბილისიდან მატარებელი 10:35 საათზე გავა, მგზავრები Black Sea Arena-ზე 15:23 საათზე, ხოლო ბათუმში 16:17 საათზე ჩავლენ.
ბათუმიდან კი რეისი 00:40 საათზე შესრულდება და მატარებელი Black Sea Arena-ზე 01:32 საათზე, ხოლო დედაქალაქში 06:02 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ გვერდზე: gr.com .ge და საქართველოს რკინიგზის სალაროებში შეძლებენ.