

გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს, 29 მაისს თანამედროვე რეჟისორი ლუკა ინწკირველი თეატრისმოყვარულებს ანკა ვინსდეის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მუდამ ერთად“ წარუდგენს.
სპექტაკლში ორი მსახიობი - ელენე დარჩია და ანა ლევენეცი მონაწილეობს.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დასასწრებად დაწესებულია ასაკობრივი ცენზი და 16 წლამდე ასაკის მაყურებლები არ დაიშვებიან.
ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge
წარმოდგენა 19:00 დაიწყება.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის