საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 276 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი