გორელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი - ოქროს, ორი - ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის გამარჯვებულები გიორგი ნასყიდაშვილი (60 კგ; M1), ანზორ ხმიადაშვილი (81 კგ; M1), გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ; M1), პაატა ღვინიაშვილი (100 კგ; M2) და ზვიად კაპანაძე (100 კგ; M1) გახდნენ.
ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ზვიად ბაზანდარაშვილი (81 კგ; M1-3N) და გიორგი მაზიაშვილი (90 კგ; M1) დაეუფლნენ.
პაატა მერებაშვილი (66 კგ. M2) და შოთა ოქროპირიძე (81 კგ; M1) კი ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები გურამ პაპიტაშვილის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლების აღზრდილები არიან. ძიუდოისტების სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება.
ევროპის ჩემპიონატი რიგაში (ლატვია) ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს ნაკრებმა ცამეტი - ოქროს, თოთხმეტი - ვერცხლის და ცამეტი ბრინჯაოს მედლით და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილით დაასრულა.