ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლებმა 14 მედლით დაასრულეს მსოფლიოს ჩემპიონის - გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროსი ასაკის სპორტსმენებს შორის.
შეჯიბრზე პირველობისთვის 2012-2013 წწ. და 2014-2015 წწ. დაბადებული მოჭიდავეები იბრძოდნენ და 2012-2013 წწ. დაბადებულებს შორის პირველი ადგილი გიორგი ოქროპირიძემ (35 კგ.) და საბა ვართანიანმა (62 კგ.) მოიპოვეს. მეორე ადგილზე დავით მუკნიაშვილი (35 კგ.) გავიდა. ხოლო მესამე ადგილი ლუკა მექვაბიძემ (52 კგ.) დაიკავა.
რაც შეეხება 2014-2015 წწ. დაბადებულებს შორის ასპარეზობას, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ნიკა ბერიანიძე (26 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (29 კგ.), აივაზ ემინოვი (32 კგ.) და გაბრიელ ჩინჩრიკ (38 კგ.). მეორე ადგილები ნიკოლოზ პატაშურმა (23 კგ.) და დაჩი კარელიძემ (26 კგ.) დაიკავეს. მესამე ადგილზე კი დანიელ გალეგაშვილი (23 კგ.), თომა პაპიტაშვილი (32 კგ.) და გიორგი კარელიძე (32 კგ.) გავიდნენ.
გურამ საღარაძის სახელობის ტურნირს ამბროლაურმა უმასპინძლა.