

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გორში, შიდა ქართლის რეგიონული არქივის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტის 340 ათასამდე დოკუმენტი განთავსდება.
არქივის ახალი შენობა 4-სართულიანია და 1840 კვ.მ ფართობს მოიცავს. როგორც არქივში აღნიშნეს, 2025 წლიდან შიდა ქართლის რეგიონის ისტორიული მასალა ახალ შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეინახება, რეგიონის 340 ათასამდე დოკუმენტი განთავსდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თანამშრომელთა სამუშაო პირობებიც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.