

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი მზარდია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 5 000-ზე მეტ ფერმერს 127 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი აქვს დაზღვეული.
„სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე სადაზღვევო პრემიის 70%-ის თანადაფინანსებას მოიცავს.
თუ დაზღვევის ობიექტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მდებარეობს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის წილი დამატებით 5%-თ განისაზღვრება“, - აცხადებენ სამინისტროში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.