ფესტივალში - „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატება მიულოცეს.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.
ხელსუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულ ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, „დასი 13“ მადლობის სიგელითაც დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, თურქეთში, ქალაქ ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „დასი 13“ წარმატებით წარსდგა და გრანპრი მოიპოვა.
შეგახსენებთ, ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით იმართება.