საზოგადოება
27.05.2025 15:14
27 მაისი ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღეა

27 მაისს ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღი 1995 წლის 27 მაისს დაწესდა და ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანების შრომის დაფასებას და მათი როლის მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. თარიღი გამოხატავს მადლიერებას, პატივისცემას და აღიარებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც წიგნიერების და სრულფასოვანი საზოგადოების ფორმირების პროცესს ერთგულად ემსახურებიან.

„ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ სივრცე და წიგნები - ბიბლიოთეკა ეს არის  ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან საზოგადოებას, განუწყვეტლივ ზრუნავენ ცოდნის გავრცელებას და განათლებული, წიგნიერი თაობების აღზრდაზე“, - ასე აფასებენ ბიბლიოთეკარების შრომას კითხვისმოყვარულები.

საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია მონასტრების საქმიანობას უკავშირდება. ტრადიციულად, ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკების შევსება, ძირითადად, შემოწირული წიგნებით ხდებოდა.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პირველ ბიბლიოთეკას, იგი ასურეთის მეფე აშურბანაპალამ, ქალაქ ნინევიაში, ჩვ. წ. აღ-მდე მე-7 საუკუნეში დააარსა.

 

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები