სპორტი
27.05.2025 13:50
გორის მეექვსე და კარალეთის მეორე საჯარო სკოლის გუნდები მინი ფეხბურთში გამართული შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა.

ასპარეზობა „საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში როგორც ვაჟების, ისე გოგონების გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გოგონებს შორის პირველი ადგილი კარალეთის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. ვაჟებს შორის გამარჯვებული კი გორის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე ადგილი - კარალეთის პირველი, ხოლო მესამე ადგილი გორის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.

პროექტი სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ხორციელდება. თავისუფლების თამაშები, რომლის დევიზია - „ვთამაშობთ საქართველოსთვის“, არის საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი პროექტი.

 

კვირის ამბები