

გორმა ქალ მეწარმეთა ნამუშევრების საგაზაფხულო ბაზრობას უმასპინძლა.
აქტივობაში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მეწარმეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და ტრადიცული საკვები წარადგინეს. ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებიც გაიმართა.
გამოფენილი პროდუქცია გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ დაათვალიერა.
ქალ მეწარმეთა ნამუშევრების საგაზაფხულო ბაზრობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.