მსოფლიოს 100-მდე ქვეყანასთან ერთად, საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას - „მაისი-გაზომვების თვე“.
როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქტივობის ფარგლებში, დღემდე ჰიპერტენზიის სკრინინგი 60 000-ზე მეტმა ზრდასრულმა პირმა გაიარა.
რაც შეეხება ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელს, კამპანიის - „მაისის გაზომვების თვე“ მონაცემებით, საქართველო 100 ქვეყანას შორის ლიდერობს და გამოკითხულთა 93.4%-მა იცის, რომ არტერიული წნევა მომატებული აქვს.
„გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცოცხლე უფრო ხანგრძლივად - აღნიშნული კამპანია დღეს, 23 მაისს დაიწყო, თუმცა, 2025 წლის დასაწყისში ჰიპერტენზიის საერთაშიროსო ასოციაციის მიერ „მაისი-გაზომვების თვე“ კამპანიის საქართველოს გუნდს გადმოეცა „აღიარების სერტიფიკატი“ კამპანიის წარმატებით განხორციელებისთვის და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევისთვის. სტატისტიკა ასეთია: უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში, მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს მაღალი არტერიული წნევა აქვს (არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS 2016 კვლევა). ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 24.9%-ს კი სამედიცინო დაწესებულებაში არასდროს გაუზომავს წნევა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.