

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და როგორც გორის მერიაში აცხადებენ, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყალსადენის მილი, ასევე, შიდა ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები.
პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.
აღსანიშნავია, რომ წელს სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომლის სიგრძეც 2 600 მეტრია. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 2 705 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.