საზოგადოება
22.05.2025 15:25
ღია კონკურსი საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის შესაქმნელად

დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის (მასკოტი) დიზაინის შესაქმნელად, ღია კონკურსს აცხადებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სახასიათო გმირი იქნება ეროვნული პარკების მთავარი სიმბოლო, რომელიც გააძლიერებს ბრენდს, გააღრმავებს გარემოსდაცვით ცნობიერებას, წაახალისებს ეკოტურიზმს და შექმნის ემოციურ კავშირს ბუნებას და საზოგადოებას შორის.

რაც შეეხება მონაწილეობას, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ დიზაინერებს და ილუსტრატორებს, ასევე, გუნდებს(არაუმეტეს სამი წევრი) ასაკის და პროფესიული გამოცდილების განურჩევლად.

„ნამუშევრების მიღება უკვე დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. გამარჯვებული მთავარ პრიზს, ფულად ჯილდოს 20 000 ლარს მიიღებს.

უნიკალური-სახასიათო გმირი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული პარკების ხასიათს, შეიძლება იყოს რეალური ცხოველი, ან გამოგონილი პერსონაჟი“, - აცხადებენ სააგენტოში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

კვირის ამბები