სპორტი
21.05.2025 14:37
გიორგი მასურაშვილი და გიორგი ლურსმანაშვილი სამბოში გამართული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გიორგი მასურაშვილმა და გიორგი ლურსმანაშვილმა სამბოში გამართული ტურნირი ოქროს მედლებით დაასრულეს.

მასურაშვილი - 64 კგ. წონით კატეგორიაში, ლურსმანაშვილი კი 71 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

მიღწეული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

ცნობისთვის, შეჯიბრი „სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა.

მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფესტივალი საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით, STEM, კულტურულ და მოხალისეობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით აერთიანებს.

რაც შეეხება პროექტის მიზანს, ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის გამოხატვის, უნარების გამოვლენის, ნიჭის გაზიარების და პოზიტიური ცვლილებებისთვის პლატფორმის შექმნა წარმოადგენს.

კვირის ამბები