საზოგადოება
21.05.2025 11:45
იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა

იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა, - მომხმარებელს, უკვე შეუძლია, განაცხადით მიმართოს„საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვოს: აბონენტად რეგისტრაცია, დარიცხვის გადამოწმება, პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან, დავალიანების გადანაწილება, მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება, მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ ინფორმირება, აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება, მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სიახლის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების მიღების პროცესი, მომსახურების არეალი კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაფარავს.

ახალი სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლის 124-ვე ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, იუსტიციის სახლში, ასევე, ენერგოსექტორში მოქმედი30-მდე კომპანიის მომსახურებაა ხელმისაწვდომი.

კვირის ამბები