საზოგადოება
21.05.2025 11:28
საზაფხულო არდადეგები იწყება- როდის დასრულდება სასწავლო პროცესი

სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით სკოლა 37 573-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

ცნობილია ზაფხულს არდადეგების დაწყების თარიღები სხვა კლასების მოსწავლეებისთვისაც.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველკლასელებს არდადეგები განსაზღვრულზე ადრე, 23 მაისს დაეწყებათ რადგან24, 25 და26 მაისი უქმე დღეებია.

ყველა სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი, სასწავლო პროცესის დასრულება 15 ივნისით არის განსაზღვრული, თუმცა რადგან14 ივნისი შაბათია დღეა, II-XI კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო სასწავლო დღე13 ივნისი იქნება.

ცნობისთვის, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები არდადეგების დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

კვირის ამბები