შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, ურბნისში, საღოლაშენსა და ბრეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა ურბნისის და ბრეთის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები, ხოლო რუისსა და საღოლაშენში ასფალტის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ჯამში დაგეგმილია 4,1 კმ. შიდა გზების მოწესრიგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო.