გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მეთორმეტეკლასელებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრას საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში არსებული სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა აბიტურიენტებს 2025 წლის გამოცდებთან, საგამოცდო პროცედურებთან და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მონაწილეებმა საგამოცდო ტესტებზე მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელი რჩევებიც მიიღეს.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისთვის როგორც პირისპირ, ასევე, ელექტრონულად მართავს.