

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდება.
აღნიშნული ერთ-ერთია იმ ცვლილებებს შორის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.
კანონპროექტი, ასევე, მოიცავს ცვლილებებს „თავდაცვის კოდექსში“ და მასთან ერთად „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
ცნობისთვის, ამჟამად, 1000 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზეც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.