მოსწავლე მოკრივეთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ერთი - ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს საბა დვალიშვილი (44 კგ.) დაეუფლა. ვერცხლის მედალი მახო კანდელაკის (80 კგ.) ანგარიშზეა. ზვიად ჭუჭყიანი (36 კგ.) და ლუკა ქიტუაშვილი (57 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საქართველოს ჩემპიონატს ქუთაისმა უმასპინძლა. ტურნირი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.