მწვანე ბანაკში - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერსარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ბანაკი მიზნად ისახავს 15-17 წლის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბანაკი, ასევე, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის ჩვევების გაძლიერებას, კომუნიკაციის უნარების განვითარებას, პროექტების წერის და პრეზენტაციის ტექნიკების შესწავლას.
„მწვანე ბანაკს 1-ელიდან 7 ივლისის ჩათვლით ბაკურიანი უმასპინძლებს.
მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებსაც ადგილობრივ დონეზე განახორციელებენ.
რაც შეეხება მონაწილეებას, ახალგაზრდები საქართველოს მასშტაბით შეირჩევიან.
მივესალმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობასაც და, შესაბამისად, ვიზრუნებთ საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე. აპლიკაციის შევსებისას, გთხოვთ, მიუთითეთ სპეციალური საჭიროების შესახებ.
ბანაკთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილია (ტელ: 598313132 ელ.ფოსტა: sopio. berishvili@eiec. gov. ge).
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა 10 ივნისია“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში იმართება. პროექტი საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.