გორელმა სპორტსმენმა ზურაბ გოგაძემ (66 კგ.) პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში კადეტთა შორის გამართულ ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრის განმავლობაში ძიუდოისტმა ხუთი შეხვედრა მოგებით დაასრულა, ერთ ასპარეზობაში დამარცხდა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ გოგაძე მიმდინარე წელს ევროპის თასის პრიზიორი მეორედ გახდა. სპორტმენმა თბილისში გამართული შეჯიბრიც ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ზურაბ გოგაძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, მისი მწვრთნელი ირაკლი ლომიძეა.