

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეტიკეტირების წესის, ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის და განთავსება-რეალიზაციის პირობების შეუსაბამობის აღმოჩენისას, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე 15-01 და ოპერატორს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია: დარღვევის ტიპის, ობიექტის მისამართის და დასახელების შესახებ.
„დარღვევაზე დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა. როდესაც დარღვეულია სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სავაჭრო და კვების ობიექტებზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე. ანონიმურობა დაცულია“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.