ერთი - ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძიუდოში გამართული ტურნირი. მიღწეული შედეგების მიხედვით კი გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი „სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ალეკო კასრაძე (73 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალი თენგიზ ხიდაშელმა (66 კგ.) მოიპოვა. რაც შეეხება ბრინჯაოს, გიორგი მასურაშვილის (60 კგ.), გელა გიუნაშვილის (81 კგ.), ვაჟა ავაზნელის (81 კგ.) და ლაშა მღებრიშვილის (+100 კგ) ანგარიშზეა.
ცნობისთვის, „სტუდფესტი 2025“ უნივერსიტეტებს შორის სპორტულ შეჯიბრებებს, კულტურულ, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას მოიცავს.