გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ მუზეუმებში დამთვალიერებელს მთელი დღის განმავლობაში სტუმრობა უფასოდ შეეძლო.
ღია კარის დღეები გაიმართა სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ ეთნოგრაფიულ და საბრძოლო დიდების მუზეუმებში. ვიზიტორებს, ასევე, უმასპინძლეს სოფელ ძევერაში - ალექსანდრე ჯავახიშვილის და სოფელ არბოში - ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმებშიც.
შეგახსენებთ, მუზეუმების საერთაშორისო დღე - მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დააფუძნა. 2015 წელს კი, საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას და დამთვალიერებელს, ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ღია კარის დღეებს სთავაზობს.