

შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი გაეცნო.
მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განიხილვასთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, შეხვედრაზე კახაბერ გულედანმა რეგიონებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.