სპორტი
19.05.2025 10:51
სარაგბო გუნდმა „გორი“ რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულა

სარაგბო გუნდმა „გორი“ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე გასვლით დაასრულა.

გორის რაგბის სტადიონზე, სარაგბო კლუბ „გორსა“ და პატარძეულის „ვეფხვებს“ შორის გამართულ მატჩს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.

პირველი ლიგის შესარჩევი ფინალი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 54:15 დასრულდა და შესაბამისად, „გორი“ ფინალში ასპარეზობას განაგრძობს.

რაც შეეხება ფინალს, 31 მაისს თბილისში ჩატარდება.

„ლიგის პლეი-ოფამდე, გორის სარაგბო გუნდმა რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულა. შესარჩევი ფინალის მოგების შემთხვევაში კი, სარაგბო ლიგაში - „დიდი 10“ გადასვლას შეძლებს. კლუბი „გორი“ საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამიდან ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები