საზოგადოება
16.05.2025 14:02
„26 მაისი - გზა თავისუფლებისკენ“ - ესსეების კონკურსი გამოცხადდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ესსეების კონკურსი - „26 მაისი - გზა თავისუფლებისკენ“ გამოაცხადა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს (V-XII კლასი) და მისი მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების წახალისებაა.

„მონაწილემ ნაშრომი უნდა წარადგინოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: გორი, ჭავჭავაძის №53). ნაშრომების მიღების ბოლო ვადა 20 მაისია.

რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულებს, I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები, შესაბამისად, მიიღებენ 300, 200 და 100 ლარს; ხოლო მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ასევე, კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

კვირის ამბები