

გორი ქალი მეწარმეების ნამუშევრების საგაზაფხულო ბაზრობას უმასპინძლებს.
ღონისძიება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 24 მაისს, 12:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.
„ღონისძიებაზე მეწარმეები ხელნაკეთი ნივთებს, ტრადიცული საკვებს, აქსესუარებს წარმოადგენენ. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სახალისო და კრეატიული აქტივობები ბავშვებისთვისაც. დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
საგაზაფხულო გამოფენა გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.