სპორტი
15.05.2025 16:01
ფრენბურთის გუნდი ,,გორი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელია

ფრენბურთის გუნდმა - „გორი“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

ფინალში გორელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს - „სტუ“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

საჩემპიონო შეხვედრაში „გორი“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ჯიქიძე, ნიკოლოზ მჭედლიძე, ზურაბ მუკბანიანი, ვლადიმერ გეჯაძე, საბა სიბაშვილი, ნიკა ცხადაია, გოგა ბუაძე, ბადრი ნუცუბიძე, სანდრო გაგნიძე, ცოტნე მეტრეველი, ოთარ ლაზარაშვილი, დავით გულუა, გიორგი ბურდული და ლაშა ჩოხელი.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და გორელ  ბადრი ნუცუბიძეს საუკეთესო დიაგონალის, ხოლო ნიკოლოზ მჭედლიძეს  საუკეთესო გარე თავდამსხმელის ტიტულები ერგოთ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე როგორც გოგონების, ისე ვაჟთა გუნდები ასპარეზობდნენ.

კვირის ამბები