

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 18 მაისს გაიხსნება.
საზეიმო ღონისძიებები უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება.
აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება.
როგორც „გორის მაცნესთან“ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ტურისტული სეზონის გახსნა საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, ასევე, მოეწყობა გამოფენაც. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებს გაეცნოს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის მარნებიც.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი