სპორტი
14.05.2025 15:44
ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხუთი მედლით დაასრულეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ერთი - ოქროს, ორი - ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ახალგაზრდებს შორის გამართული შეჯიბრი ანტალიაში ჩატარდა. პირველობისთვის გორიდან შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენები იბრძოდნენ.

ტურნირის გამარჯვებული კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდა. სპორტსმენი 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ვერცხლის მედლის მფლობელები ლუკა ვანიშვილი (70 კგ.) და დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.) გახდნენ. ნიკა ზანგლაძემ (57 კგ.) და დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ცნობისთვის, ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კვირის ამბები