საზოგადოება
14.05.2025 12:55
გორი-ტინისხიდის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა

გუშინ, გვიან საღამოს, გორი-ტინისხიდის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი - ახალგაზრდა ქალი და მისი მგზავრი გოგონა დაშავდნენ.

შემთხვევის დროს ავტომობილი მოცურდა და გზის პირას მდებარე ბოძს შეეჯახა

თვითმხილველთა ინფორმაციით, 30-წლამდე ასაკის ქალს და 20-წლამდე ასაკის გოგონას, სავარაუდოდ, კიდურების მოტეხილობები ჰქონდათ.

ორივე მათგანი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც, ახლობლების თქმით, ამბულატორიული სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკა დატოვეს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაშავებულები ნათესავები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

კვირის ამბები