„წიგნი, როგორც მეგობარი“ - გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ახალგაზრდულ ბიბლიოთკაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
აქტივობები საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
სააგენტოს ინფორმაციით, მოეწყო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ძველი, ძნელად ხელმისაწვდომი წიგნების გამოფენა. გარდა ამისა, გაიმართა ხელოვან ადამიანებთან შეხვედრა. მკითხველი მწერალ ოლია ბრაგვაძეს, პოეტ თამარ ლომსაძეს, გიტარისტ თამარ გიუნაშვილს და ნიკოლოზ ღვინიაშვილს შეხვდა.
მოწვეულმა სტურებმა მკითხველის კითხვებს უპასუხეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს.