სპორტი
13.05.2025 15:48
ძიუდოში გამართულ ევროპის თასზე გორელმა სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს

ძიუდოში გამართულ ევროპის თასზე გორელმა სპორტსმენებმა ერთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრის გამარჯვებლი გიორგი იანტბელიძე გახდა. ვერცხლის მედალს თამარ გიგოლაევი დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა ავაზნელის, დალი მაზანაშვილის, ქეთი რობაქიძის და საბა საბაშვილის ანგარიშზეა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ოთხი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის, თამარ გიგოლაევი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლების წარმომადგენლები არიან. რაც შეეხება ვაჟა ავაზნელს, ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ სპორტსმენია.

შეჯიბრს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო, რომელმაც  გამარჯვებულებს ჯილდოები და მადლობის სიგელები გადასცა.

ტურნირი, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ევროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში თხუთმეტი ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

კვირის ამბები