გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან და 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპექტაკლის - „ჩიპოლინოს“ ჩვენებას აანონსებენ.
საბავშვო წარმოდგენა თანამედროვე რეჟისორმა გიორგი თენაძემ იტალიელი მწერლის და ჟურნალისტის, ჯანი როდარის ყველაზე ცნობილი ზღაპრის - „ჩიპოლინოს თავგადასავალის მიხედვით დადგა.
სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.