მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, 18 მაისის ჩათვლით, მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული მიმდინარეობს სლოგანით - „5 ნაბიჯი 5 გრამამდე“.
კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მარილის მოხმარების დღიური რაოდენობის 5 გრამამდე შემცირებას.
მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა - „აღმოაჩინე დაფარული მარილი - აკონტროლე შენი თეფში“ და ყურადღებას ამახვილებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ინდუსტრიის პასუხისმგებლობაზე (ვინაიდან მარილის სამი მეოთხედი უკვე შეფუთული და მზა საკვების საშუალებით მიიღება).
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური საფრთხეა და ყოველწლიურად, დაახლოებით, 2 მილიონი სიკვდილის შემთხვევა უკავშირდება.
მარილის ჭარბი მოხმარება, ასევე, არტერიული ჰიპერტენზიის ერთერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია, რაც თავის მხრივ, ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. მარილი წარმოადგენს კუჭის კიბოს, სიმსუქნის, ოსტეოპოროზის და თირკმლის დაავადებების რისკ-ფაქტორსაც.
„მოზრდილ მოსახლეობაში, მარილის მოხმარება, გლობალურად, დღეში საშუალოდ 10,8 გრამს შეადგენს, რაც ჯანმრთელეობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმას (5გ/დღეში) 2-ჯერ აღემატება.
საქართველოში, ზრდასრულ მოსახლეობაში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 15,8 გრ-ს (მამაკაცებში 17,3 გრ. ქალებში 13,4 გრ.) შეადგენს. მარილს ჭარბად მოიხმარს მოსახლეობის 96, 5%. ამასთან, მავნე ჩვევა მამაკაცებში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში“, - აცხადებენ მედიკოსები.
რაც შეეხება მარილის მოხმარების შემცირების 5 ნაბიჯს 5 გრამამდე, რეკომენდაცია ასე გამოიყურება:
ნაკლები მარილი - უკეთესი ჯანმრთელობაა