

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ერთ-ერთი სოფელი, სადაც აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს, ერგნეთია. ინფრასტრუქტურული პროექტი საქლორატოროების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სოფელში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.
„სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ფლავში, ფლავისმანში, ქვემო არცევში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშშია დაგეგმილი“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.