საინტერესო ამბები
07.10.2019 17:42
გაიგეთ თქვენი ხასიათის დაფარული შტრიხები ფერების მიხედვით

ხშირად, საკუთარ თავში ისეთ თვისებებს ვერ ვპოულობთ, რომლებიც სინამდვილეში თურმე ჭარბად გვაქვს. სამაგიეროდ, ამას კარგად ამჩნევენ სხვები. წარმოდგენილი ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარ თავში ხასიათის დაფარული შტრიხები აღმოაჩინოთ. მაშ ასე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია და შეიტყვეთ უფრო მეტი მეორე „მე“-სშესახებ.

 

#1 იისფერი ემოციური უსაფრთხოების შექმნას და ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სულიერში, სრულყოფილებას გთავაზობთ. თქვენ მგრძნობიარე, გულმოწყალე ადამიანი ბრძანდებით და სხვების დახმარება გიყვართ. ღია ცისფერი კი მიუთითებს, რომ საკუთარი სიბრძნისა და შემოქმედების დემონსტრირება საჯაროდ გსურთ. ეს ფერი თქვენს შემოქმედებასა და სიმშვიდეს განასახიერებს.

#2 თეთრი ნიშნავს, რომ ცხოვრებაში სიმარტივეს აფასებთ. დამოუკიდებელი,  უზრუნველყოფილი და შორსმჭვრეტელი ოპტიმისტი ბრძანდებით. გახასიათებთ თვითკონტროლი  და არასდროს იქცევით იმპულსურად. ყვითელი თქვენში მხიარულ ადამიანს აჩენს. კრეატიული, მაგრამ იმავდროულად კრიტიკის მოყვარულიც ხართ. ხშირად გადაერთვებით ერთი საქმიანობიდან მეორეზე.

#3 ფირუზისფერი თქვენს მეგობრულობაზე მიგვითითებს. გულმოწყალე და მზრუნველი ადამიანი ხართ. გახასიათებთ განვითარებული ინტუიცია და სულიერი განვითარებისკენ მიდრეკილება.  გაქვთ მაღალი თვითშეფასების უნარი და იღებთ  მომგებიან გადაწყვეტილებებს. ვარდისფერის არჩევა კი, თქვენში, მოყვარულ, კეთილ და მგრძნობიარე ადამიანს წარმოაჩენს. დედობრივი ინსტინქტი გაქვთ და სხვა ადამიანებზე ზრუნვა გსიამოვნებთ. რომანტიკული და მგრძნობიარე ბრძანდებით.

#4 საიმედო ადამიანი ხართ, ლაპარაკის წინ დაფიქრება გჩვევიათ და არ გახასიათებთ იმპულსურობა. გაქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ცხოვრებაში ჰარმონიასა და მშვიდობას განსაკუთრებულად აფასებთ. წითელი ფერი თქვენს თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმზე მიუთითებს. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხართ ამბიციური,  კონკურენტუნარიანი და საკუთარი ოცნებების ასრულების  არასდროს გეშინიათ.

კვირის ამბები