გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის და ქსელის მოწყობას, გარდა ამისა დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველებიც.
სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც, სოფელში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის კიდევ შვიდ სოფელში: დიცში, ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, აძვში კოშკასა და ქვეშშია დაგეგმილი.