ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ხელბურთელ გოგონათა გუნდი სპორტის აღნიშნულ სახეობაში გამართული შეჯიბრის აღმოსავლეთ ზონის გამარჯვეულია.
გორელმა გოგონებმა მუნიციპალურ და რეგიონულ ეტაპებზე წარმატებით იასპარეზეს, ზონალურ ეტაპზე გადავიდნენ და საუკეთესო შედეგიც აჩვენეს. ფინალში კი დასავლეთ ზონაში გამარჯვებულ გუნდს შეხვდებიან და საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ ვაჟ ხელბურთელთა გორის გუნდიც აღმოსავლეთ ზონაში ასპარეზობდა, თუმცა, ფინალში წინანდლის (თელავის მუნიციპალიტეტი) სკოლის გუნდთან დამარცხდა.
აქტივობა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ტარდება და სპორტის შვიდ სახეობაში მიმდინარეობს.