

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის მეცხრე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას 2021-2024 წლებშიც იკავებდა.
დღევანდელ ყრილობაზე დამტკიცდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი და ნინო წილოსანი არიან.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, რომელიც მიმდინარე წლის 25 აპრილს პოლიტიკან წავიდა და პოსტი დატოვა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.