„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2025 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა) ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისთვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.
დაინტერესებულ პირს კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცის ნახვა შეუძლია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე: shorturl. at / Yd3gX