სპორტი
06.05.2025 13:32
ლუკა ქარელიშვილი სტამბოლის ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორია

ლუკა ქარელიშვილმა სტამბოლის ევროპის თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

გორელი სპორტსმენი პირველ შეხვედრაში იაპონიის წარმომადგენელთან დამარცხდა, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ხუთი შეხვედრა ჩაატარა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ლუკა ქარელიშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის მწვრთნელი ანზორ თენაძეა.

ცნობისთვის, სტამბოლის ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. გიორგი ბენდელიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. სანდრო ახლოური კი ბრინჯაოს პრიზიორია.

კვირის ამბები