2025 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 33 889 შეადგინა.
ვიზიტორთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 3 მაისამდე მუნიციპალიტეტს 71 797 დამთვალიერებელი ეწვია, რომელთა უმრავლესობა (57 624) უცხოელია.
მიმდინარე წელს ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი - თებერვალში. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატების პარალელურად ელიან.