სპორტი
06.05.2025 11:35
„საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, 3X3 კალათბურთში გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის 3X3 კალათბურთში შეჯიბრი გაიმართა.

აქტივობაში, რომელიც „საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში ჩატარდა, გოგონათა და ვაჟთა გუნდები ასპარეზობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს და პრიზიორებს, გოგონათა შორის შეჯიბრის გამარჯვებული გორის მეოთხე საჯარო სკოლა გახდა, მეორეზე - მეექვსე საჯარო სკოლის, მესამეზე კი მეცხრე და სოფელ ხვითის საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ.

ვაჟებს შორის გორის მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. სოფელ ხვითის სკოლის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილის მფლობელი კი მეთორმეტე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

„პროექტი სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ხორციელდება. თავისუფლების თამაშები, რომლის დევიზია - „ვთამაშობთ საქართველოსთვის“, არის საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი პროექტი“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები