საზოგადოება
05.05.2025 16:29
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის სააგენტომ, ტრადიციულად, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო.

სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს როგორც ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, ისე სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები, გათიბეს ბალახი, გამოცვალეს და დაამონტაჟეს საგზაო უსაფრთხოების სარკეები, ასევე, წყლის ჭავლით მორეცხეს გზის სავალი ნაწილი.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ხვალ, 6 მაისს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამატებით, ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდება.

კვირის ამბები